ფეხბურთი

12:52 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ჰეიტინგასა და იელავიჩს გაყიდის

ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა იმ ფეხბურთელების გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

ჰოლანდიელი მცველი ჯონ ჰეიტინგა და ხორვატი თავდამსხმელი ნიკიცა იელავიჩი სწორედ ასეთ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნებიან და 40 წლის სპეციალისტი მათთან განშორებას გეგმავს.

კლუბში ფიქრობენ, რომ მათი უფლებები სრულად გაყიდონ, თუმცა უარს არც განათხოვრების ვარიანტზე ამბობენ. გაყიდვის შემთხვევა განსაკუთრების სასურველი ჰეიტინგას შემთხვევაშია, რადგან ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

ამ მოთამაშეების გასხვისების სანაცვლოდ, მარტინესი ისეთი ფეხბურთელების არენდით დამატებას ფიქრობს, რომლებიც ტრავმირებულ დარონ გიბდონს, არუან კონესა და ხერარდ დეულოფეუს შეცვლიან.

 


 

 

0.137774