ფეხბურთი

17:27 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, “ევერტონი” ოთხეულში მოხვედრასა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ ლივერპულელთა ფორვარდმა კევინ მირალასმა BBC-თან ისაუბრა.

“ჩვენი მწვრთნელი და ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ ოთხეულში მოხვედრა შეგვიძლია. წლეულს, “ევერტონი” იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში იყო. თანაც, ჩვენ ახალ ფეხბურთელებში 30-40 მილიონ გირვანქა სტერლინგს არ ვიხდით”, - განაცხადა მირალასმა.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის 6 ტურის შემდეგ, “ევერტონი” მე-4 ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12656