ფეხბურთი

18:40 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოოთი “მანჩესტერიც” დაინტერესდა

Sky Sport Italia-ს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 32 წლის კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ეტოოს “ანჟიდან” შესაძლო წასვლის საკითხი აქტუალურია. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვეს “ჩელსიმ” და “ნაპოლიმ”. ბოლო ინფორმაციით, მათ რიგებს “მანჩესტერიც” შეუერთდა, რომელსაც უეინ რუნის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, მისი შემცვლელი დასჭირდება.

“მანჩესტერს” “ანჟის” ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ უნდა გაუჭირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩყალელები კამერუნელის სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვენ. სამაგიეროდ, პრობლემას შექმნის ფეხბურთელის ხელფასი. საქმე ისაა, რომ ეტოო წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

0.118369