ფეხბურთი

17:32 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო “ანჟის”: “200 000 ევრო, თუ პრემიერლიგაში დარჩებით”

კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ 200 000 ევროს აჩუქებს მახაჩყალის “ანჟის” ფეხბურთელებს, თუ გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში დარჩება. ასეთი სურვილი ეტო’ომ “ანჟი”-“რუბინის” მატჩის შემდეგ  გამოთქვა. კამერუნელმა ვარსკვლავმა ამ შეხვედრას ტრიბუნიდან უყურა – სპეციალურად ჩავიდა ლონდონიდან.

“მატჩის შემდეგ გასახდელში ეიფორია სუფევდა. შემოვიდნენ კლუბის მფლობელი ქერიმოვი და ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი ეტო’ო. მათ გამარჯვება მოგვილოცეს, ხოლო ეტო’ომ გვითხრა, რომ გუნდს მთლიანობაში 200 000 ევროს გადასცემს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ” – განაცხადა “ანჟის” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორც იცით, დაღესტნურ კლუბში ქართველი გია გრიგალავაც თამაშობს. “ანჟისთვის” “რუბინთან” მოგება პირველი იყო მიმდინარე სეზონში. გუნდი ბოლო ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფ კლუბს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117577