ფეხბურთი

18:05 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეთიკის კოდექსი ქართულად

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ (GEFA), რომლის დამფუძნებელი ბესო აბაშიძეა, საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე გაავრცელა ეთიკის კოდექსი, რომელიც მანამდე სტადიონებზე დაარიგა და ამას გარდა. ბანერებიც გამოაკრა თამაშებზე. ეს არის FIFpro-სა და უეფას ერთობლივი პროექტი, საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ კი გასული წლის ნოემბერში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისას ჩაატარა აქცია – “არასოდეს ჩააწყო თამაში”. ასევე იყო გორში, საქართველო-სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების მატჩზე.

ბესო აბაშიძე: “ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ FIFpro-ს ერთადერთი წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად კორძაძე წაიკითხავს კურსს პროლიცენზიის მსურველი მწვრთნელებისთვის სახელშეკრულებო რეგულაციებში და კოდექსებსაც დაურიგებს. 14-15 აპრილს კი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში FIFpro-ს კონგრესი გაიმართება, სადაც მეც მივდივარ და სავარაუდოდ, კონკრეტულ თარიღს გვეტყვიან, თუ როდის გაგვაწევრიანებენ სრული სტატუსით”.

0.104282