23 წლის რუსმა ფორვარდმა არტიომ ძიუბამ, "ბარსელონა" დააინტერესა. ამის შესახებ, ესპანური საიტები იტყობინებიან. "ბარსა" ზამთარში ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს და "როსტოვის" თავდამსხმელს ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილავს.
ძიუბა რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს 10 გოლით. ის გახლავთ ჯანო ანანიძის თანაგუნდელი და მეგობარი. ანანიძე-ძიუბას დუეტი გასულ ტურში მძლავრად მოქმედებდა: ძიუბამ ორივე გოლი ქართველის პასით გაიტანა.