ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონას” 50 წლის არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო გაწვრთნის.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მარტინო “ბარსელონასთან/” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის ესპანეთში ხვალ ჩაფრინდება. მარტინოსთან ერთად, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბს შეუერთდებიან ხორხე პაუტასო და ელვიო პაოლოროსო. “ნიუელზ ოლდ ბოიზში”, პირველი მათგანი “ტატა” მარტინოს თანაშემწე იყო, ხოლო მე-2 – ფიზმომზადების მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ახალი მწვრთნელის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანმრთელბის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუნდი ტიტო ვილანოვამ დატოვა.