ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე, მადრიდის „რეალს“ 2 მატჩიღა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის თეორიული შანსიც კი დაკარგა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა „ესპანიოლთან“ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა და შეგვიძლია, „ბარსელონა“ ოფიციალურად ჩემპიონად მოვიხსენიოთ.
სიმბოლურია, რომ „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონობის შანსი სწორედ კატალონიის მხარეში დატოვა. „რეალთან“ მატჩში, „ესპანიოლი“ 23–ე წუთზე დაწინაურდა – კუთხურის შედეგად, მადრიდელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც კრისტიან სტუანიმ ისარგებლა. პირველ ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეხვედრის მე–2 ნახევარში, „რეალი“ გააქტიურდა და მიზანსაც მალე მიაღწია – ლუკა მოდრიჩის ჩაწოდებულ ბურთს გონსალო იგუაინმა შეუცვალა მიმართულება და მასპინძელთა კარის ბადეში გაახვია. შეხვედრის დასრულებამდე, „რეალს“ კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ფრეს დასჯერდა – 1:1.
„ოსასუნამ“ თავის მოედანზე „ხეტაფე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ალეხანდრო არიბასმა თავური დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი და თავის გუნდს სრულიად დამსახურებული 3 ქულა მოუტანა.
ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ვალიადოლიდშიც, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ლა კორუნიის „დეპორტივოს“ სძლია. მეორე ტაიმის დებიუტში, ხავი გერამ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სტუმართა კარში მიუჩინა ადგილი და „ვალიადოლიდს“ გაამარჯვებინა – 1:0.
რაც შეეხება „ბილბაოს“, მარსელო ბიელსას გუნდი „სან მამესზე“ „მალიორკას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 იმარჯვა.
ბილბაო. „სან მამესი“. 35000
ბილბაო – მალიორკა 2:1 (1:0)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ეკისა, სან–ხოსე (იტურასპე 46), ორტენეჩე, გურპეგი, ერერა, დე მარკოსი, სუსაეტა, ადურისი (ლიორენტე 55), მუნიაინი (გომესი 71).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, ფონტასი, ჩიმო, მარტი (ნსუე 68), პინა, ტისონე, კასადესუსი (არისმენდი 57), დოს სანტოსი, ჰემედი.
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
გოლები: 1:0 ადურისი (8), 2:0 ლიორენტე (79), 2:1 დოს სანტოსი (81)
გაფრთხილებები: ადურისი (6), გურპეგი (30), დე მარკოსი (59), ირაოლა (83) – ფონტასი (6), ჩიმო (25), მარტი (30), ჰატონი (75)
გაძევებები: ფონტასი (24), ჩიმო (90)
კარში დარტყმა: 7 (5) – 14 (6) ჯარიმა: 17 - 21 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 7 - 2 ბურთის ფლობა: 59% - 41%
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 17000
ვალიადოლიდი – დეპორტივო 1:0 (0:0)
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, ებერტი, რუედა, ალვარო (სასტრე 58), ოსკარი (ბარაჰა 87), პერესი, ლარსონი (ბუენო 74), გერა.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
დეპორტივო: არანსუბია, კაშტრუ, პაბლო (სანტუში 88), აიტამი, სილვიუ, ვალერონი, ალექსი (ოლივეირა 64), დომინგესი (ვასკესი 86), გამა, რიკი, პიცი.
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
გოლი: 1:0 გერა (48)
გაფრთხილებები: ალვარო (42), რუკავინა (50), გერა (71) – ოლივეირა (73)
კარში დარტყმა: 4 (3) – 8 (3) ჯარიმა: 14 - 1 კუთხური: 2 - 6 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 38% - 62%
პამპლონა. „ელ სადარი“. 18012
ოსასუნა – ხეტაფე 1:0 (0:0)
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, რუბენი (სანხურხო 65), ბერტრანი, არიბასი, პუნიალი, სილვა, დე ლას კუევასი (შოჯაეი 87), ერმენტეროსი, ნინო (ლიორენტე 75), სოლა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ხეტაფე: მოია, ვალერა, მანე, ლოპესი, ფერნანდესი, ბორხა (მიჩელი 46), გავილანი (კოლუნგა 69), ლაფიტა, ლეონი, ლასენი (ვასკესი 80), ბარადა.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 არიბასი (75)
გაფრთხილებები: არმენტეროსი (28), პუნიალი (67), ლიორენტე (90) – ლოპესი (19), ბორხა (44), ლასენი (60), მიჩელი (71), ლეონი (90)
კარში დარტყმა: 18 (6) – 6 (2) ჯარიმა: 20 - 16 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 39% - 61%
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 22500
ესპანიოლი – რეალი 1:1 (1:0)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, ფორლინი, ვერდუ (სიმაუ 82), სანჩესი, ვაკასო (ბაენა 90), ლოპესი, გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
რეალი: ლოპესი, კარვალიუ, ალბიოლი, ნაჩო, ვარანი (ალონსო 19), კაკა (რონალდუ 57), მოდრიჩი, ესიენი, დი მარია, იგუაინი, მორატა (ბენზემა 46).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 სტუანი (23), 1:1 იგუაინი (58)
გაფრთხილებები: სტუანი (30), ვერდუ (51), ვაკასო (61), ფორლინი (80), კაპდევილია (90) – ესიენი (42), ალონსო (65), მოდრიჩი (69), კარვალიუ (71), ალბიოლი (76), რონალდუ (80)
გაძევება: სანჩესი (90)
კარში დარტყმა: 4 (4) – 5 (4) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 8 - 2 ბურთის ფლობა: 36% - 64%