ფეხბურთი

10:21 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელები არნაუტოვიჩით დაინტერესდნენ

“რეალ სოსიედადი” და “ვალენსია” ბრემენის “ვერდერის” თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩით დაინტერესდა. ესპანური კლუბების მწვრთნელები ფიქრობენ, რომ ავსტრიელ ფეხბურთელს მათი გუნდების შემტევი პოტენციალის გაძლიერება შეუძლია.

გერმანული პრესის ცნობით, “ვერდერის” ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო შეთავაზებები, რაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტომას აიხინმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, “ვერდერმა” გასულ სეზონში არნაუტოვიჩისა და ნახევარმცველ ელჯერო ელიას მისამართით მკაცრი სანქციები დააწესა - მას შემდეგ, რაც ეს ფეხბურთელები ლევერკუზენის “ბაიერთან” თამაშის წინა ღამეს პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავა, კლუბის ხელმძღვანელობამ სეზონის დასრულებამდე მათი დუბლშემადგენლობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14175