ესპანურმა გაზეთმა AS-მა მადრიდის “რეალის” მეკარეების იკერ კასილიასისა და დიეგო ლოპესის შესახებ თავისი მკითხველების აზრის გასაგებად სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა. პოპულარულმა გამოცემამ ორი შეკითხვა დასვა:
1. პრიმერადივიზიონის მეორე ტურში, “გრანადასა” და “რეალის” მატჩში ვის ისურვებდით “სამეფოკლუბის” სასტარტო შემადგენლობაში – კასილიასს თუ ლოპესს?
2. გჯერათ თუ არა, რომ კასილიასი ძირითად შემადგენლობაში იქნება?
პირველ შეკითხვაზე პასუხისას მკითხველთა 63-მა პროცენტმა უპირატესობა ესპანეთის ნაკრების გამოცდილ მეკარეს მიანიჭა, კასილიასის ძირითადში დაბრუნებისა კი 53 პროცენტს სჯერა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 72244-მა ადამიანმა მიიღო.