ფეხბურთი

14:03 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული ნაკრებს დააკლდება

 

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მცველი ეშლი კოული, “ნორვიჩთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.

The Telegraph-ის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთი შეჯახებისას ნეკნი დაიზიანა, რის გამოც, განვლილი მატჩის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა და 75-ე წუთზე შეცვალეს.

უახლოეს პერიოდში, კოულს სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც, მისი ტრავმის სიმძიმე და მოედანზე დაბრუნების ვადები გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ეროვნული გუნდის გადამწყვეტი მატჩების გამოტოვება მოუწევს ჩერნოგორიისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებიც 11 და 15 ოქტომბერს გაიმართება.

 

0.119156