ფეხბურთი

23:26 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი იანგისთვის სეზონი დასრულდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ეშლი იანგის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა და იგი ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონამდე ვერ მოახერხებს. აღნიშნულ განცხადებას “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი აკეთებს.

“ეშლი სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდა. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ვფიქრობდით, რომ ის 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარებოდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს “მანჩესტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ეშლი იანგმა კოჭის ტრავმა მანჩესტერულ დერბიში მიიღო. თავდაპირველი მონაცემებით, მას 2 კვირა გაუცდებოდა, მაგრამ ექიმები პირველი პროგნოზის გაკეთების დროს შეცდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123044