ჭადრაკი

21:55 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთპიროვნულმა ლიდერმა ერთ-ერთ აუტსაიდერთან წაიფორხილა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, ერთპიროვნული ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა ერთ-ერთ აუტსაიდერს, მე-9 ადგილზე მყოფ საერთაშორისო ოსტატ დავით მაღალაშვილს ეთამაშებოდა. პროგნოზების მიუხედავად, თეთრებით მოთამაშე ჯოჯუამ მორიგი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და მხოლოდ ყაიმით დაკმაყოფილდა.

ჯოჯუასგან განსხვავებით, გაიმარჯვეს ტურნირში II-III ადგილებზე მყოფმა პაიჭაძემ და შანავამ და ერთპიროვნულ ლიდერთან სხვაობა ნახევარ ქულამდე შეამცირეს.

სხვა პარტიებიდან გამორჩეულ ინტერესს იწვევდა რეიტინგში II-III ადგილებზე მყოფი მერაბ გაგუნაშვილისა და ლევან ფანცულაიას შეხვედრა. გაიმარჯვა ფანცულაიამ და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. რაც შეეხება რეიტინგფავორიტ მიხეილ მჭედლიშვილს, იგი შავებით საერთაშორისო ოსტატ გაიოზ ნიგალიძესთან დამარცხდა.

მე-5 ტურის პარტიების ტექნიკური შედეგები:

დავით ზარქუა-გიგა ყუფარაძე 0,5:0,5

დავით ჯოჯუა-დავით მაღალაშვილი 0,5:0,5

მერაბ გაგუნაშვილი-ლევან ფანცულაია 0:1

გაიოზ ნიგალიძე-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0

ფრიდონ ყალაგაშვილი-კონსტანტინე შანავა 0:1

დავით ლომსაძე-ლუკა პაიჭაძე 0:1

 

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ

I – ჯოჯუა 4,5

II-III – პაიჭაძე, შანავა 4,0-4,0

IV – ნიგალიძე 3,5

V – ფანცულაია 3,0

VI-VIII – ყუფარაძე, გაგუნაშვილი, მჭედლიშვილი 2,5-2,5

IX – მაღალაშვილი 2,0

X – ლომსაძე 1,0

XI – ზარქუა 0,5

XII – ყალაგაშვილი 0

 

მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ყუფარაძე-მაღალაშვილი

შანავა-ჯოჯუა

მჭედლიშვილი-ყალაგაშვილი

პაიჭაძე-ნაგალიძე

ფანცულაია-ლომსაძე

ზარქუა-გაგუნაშვილი

0.114499