სხვა

14:26 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთიც და კაჩი-კოშია

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სუმოისტმა აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოკიტენკუ ოშიდაშით დაამარცხა და 6 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება მოაგროვა.

ამგვარად, თუკი გაგამარუ დარჩენილი 2 ბრძოლიდან ერთში მაინც იმარჯვებს, დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) და შესაბამისად, სასტიტულო წინსვლასაც გაინაღდებს.

კიუშიუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველი გოლიათის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოვაკა იქნება, რომელთანაც ჯუღელს თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) გააჩნია.

მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა შორისაც. მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ ოძეკი კისენოსატოსთან წაიფორხილა და ეს, მიჯრით 12 მოგების შემდეგ, მისი პირველი მარცხი გახლდათ.

აღნიშნულით კარგად ისარგებლა მონღოლმავე იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელმაც ოძეკი კაკურიუ ასევე იორიკირით დაჯაბნა და 13 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი და “იმპერატორის თასის” უმთავრესი პრეტენდენტი შეიქმნა.

ნოემბრის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=kyQcpXqbjF4#t=0

0.119355