2011 წლის 13 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი 2+2 წლიანი წესით გააფორმა, ანუ ეს ნიშნავდა, რომ ორი წლის შემდეგ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა და მხარეები დაილაპარაკებდნენ. ნურას უკაცრავად – თურმე ნუ იტყვით, ქეცბაიას პირდაპირ 4-წლიანი კონტრაქტი ჰქონია. ეს რამდენიმე დღის წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე თქვა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
აქვე წარმოგიდგენთ იმ ინფორმაციებს, რომელიც მაშინვე გავრცელდა: აბსოლუტურად ყველა წყარო წერს, რომ 2+2 წესითაა კონტრაქტი. ამას წერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საიტიც, რომელიც უპირველესად უნდა იყოს დაინტერესებული ამ ამბებით, რადგან ქეცბაიას ხელფასს სწორედ ისინი უხდიან.
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=138&info_id=4642
13 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაირკვა, რომ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.
აქვე, სხვა ლინკებიც:
http://geonews.ge/category/21/sport/news/24642/temur-qecbaia.html
იკითხავთ, სად აქვს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტს, რომელიც ზოგადად პირველწყარო უნდა იყოს ასეთი ამბებისა. თუმცა ფედერაციის საიტის ინგლისურენოვან ვერსიაში ვნახეთ შავით თეთრზე დაწერილი ინფორმაცია – "2+2 ქეცბაიამ ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა". ეს ინფორმაცია იდო საიტზე 2011 წლის 13 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე!!! დიახ, დღემდე და დაახლოებით ერთი საათის წინ შეიცვალა ტექსტი – ახლა სათაურში არსად არ წერია 2+2 და ტექსტიც გადაკეთებულია, თუმცა დარჩა ფოტო, რომელსაც სტატიის თავში ხედავთ:
აი, დღეს გადაკეთებული ინფორმაცია და ნახავთ განსხვავებას სურათზე მოცემულ ტესტსა და აქ ნაწერს შორის: http://gff.ge/all-news-en.aspx?newid=2227
ახლა ორი ვარიანტია: 1. მართლაც 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა თავიდანვე და ფედერაციას შეეშალა, როცა 2+2-ად გაგვაცნო; 2. მართლაც 2+2-წლიანი იყო და ერთ მშვენიერ დღეს 4-წლიანით შეიცვალა ისე, რომ ამის შესახებ არ გახმაურებულა.
http://worldsport.ge/ge/page/qecbaiam-kontraqti-gaaxangrdzliva-axalgazrduls-chedia-uxelmdzgvanelebs