ფეხბურთი

17:57 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულზე 3 ლარი, ახალგაზრდულზე - უფასო

 

საქართველოსა და ლიხტენშტეინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 ლარი ეღირება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მომავალი თამაში 5 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 18 საათზე დაიწყება. ბილეთები ხსენებული არენის სალაროებში პირველი მარტიდან გაიყიდება.

ამავე დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლუქსემბურგელ თანატოლებს უმასპინძლებს. შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯნაძის სახელობის სტადიონზე შედგება და სტარტს 14 საათზე აიღებს. მატჩზე დასწრება უფასოა.

0.112408