ფეხბურთი

22:50 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მესამე ტური: მატჩები უჩვეულო დროს

 

შაბათ-კვირას 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი შეხვედრა ზესტაფონში შედგება, სადაც მარგველები თბილისის “დინამოს” უმასპინძლებენ. გაახალგაზრდავებული დინამოელები, 2 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან, გეგუჩაძის შეგირდებმა კი, პირველ ტურში “გურიასთან” 6:0-ს, მომდევნო მატჩში “ჩიხურასთან” მარცხი მოაყოლეს, თუმცა თავიდან იქაც იგებდნენ. მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და მანამდე გუნდები ისევ იმატებენ ფეხბურთელებს. სულ ახლახანს, “ზესტაფონი” გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ ღონღაძემ დატოვა - საჩხერის “ჩიხურაში” აგრძელებს კარიერას. ამისდაკვალად, მარგველებს ჯაბა დვალი უკაპიტნებს. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ “ზესტაფონში” გიორგი ილურიძე ითამაშებს, რომელიც გორის “დილადან” წასვლის შემდეგ, ჯერ სპლიტის “ჰაიდუკში,” შემდეგ კი კვიპროსის “ერმისში” თამაშობდა. 22 წლის უდაოდ ნიჭიერი ფორვარდის კარიერა, ჯერჯერობით, ევროპაში ვერ შედგა, თუმცა კარგად გვახსოვს “დილას” შარშანდელი ევროგამოსვლა, რომელშიც ილურიძე ერთ-ერთი საუკეთსო იყო.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

სხვა შეხვედრებზე საგანგებოდ არ გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან გუნდები ჯერაც დაკომპლექტების პროცესში არიან და მათზე რაიმე საფუძვლიანის თქმა ძნელია.

სხვათა შორის, ზესტაფონური შეხვედრის გარდა, ყველა მატჩი 17 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. უჩვეულო დროა, არა?..

 

მე-3 ტური

დილა (გორი) – დინამო (ბათუმი)

23 აგვისტო. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:15

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ზ. ბერულავა, ი. კაკაბაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

23 აგვისტო. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, ა. კრიჭაშვილი, ხ. გაგნიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

 

სიონი (ბოლნისი) – სამტრედია

24 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:15

დისკვალიფიცირებული: თორნიკე აფციაური (სიონი)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

 

შუქურა (ქობულეთი) – ჩიხურა (საჩხერე)

24 აგვისტო. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:15

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ლ. ვარამიშვილი, გ. ჩოგოგიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი)

24 აგვისტო. რუსთავი. “ფოლადი.” 17:15

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

24 აგვისტო. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:30

მსაჯები: ო. ხეცაძე, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

 

კოლხეთი (ფოთი) – ზუგდიდი

24 აგვისტო. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:15

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

 

მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი)

24 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:15

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზვ. ერქვანია, დ. კვეტენაძე, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                        2           2           0           0           3:0           6          
2 ტორპედო            2 1 1 0 3:0 4
3 დილა                   2 1 1 0 2:0 4
4 მეტალურგი         
2 1 1 0 2:1 4
5 შუქურა    2 1 1 0 2:1 4
6 ზესტაფონი           2 1 0 1 7:2 3
7 ვიტ ჯორჯია        2 1 0 1 2:1 3
8 ჩიხურა         2 1 0 1 2:2 3
9 დინამო (ბთ)    2 1 0 1 2:2 3
10 სიონი
2 1 0 1 1:1 3
11 სამტრედია                 2 1 0 1 1:2 3
12 სპარტაკი      2 1 0 1 1:2 3
13 ზუგდიდი          2 0 1 1 1:2 1
14 გურია         2 0 1 1 0:6 1
15 მერანი              2 0 0 2 0:3 0
16 კოლხეთი    2 0 0 2 0:4 0

 

 

მეგოლეები:

2 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.114054