ფეხბურთი

18:50 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული განახლდა: მოულოდნელობა რუსთავში

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტური თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ ლანჩხუთში, აუტსაიდერმა “კოლხეთმა” ევროთასებზე ნათამაშებ “ჩიხურას” მოუგო და ბოლო ადგილიდან ხუთი საფეხურით აიწია ცხრილში. გორში “დილამ” ბოლოსკენ გატეხა “გურია.” რუსთავულ მატჩს კი სენსაციას ვერა, მაგრამ მოულოდნელობას კი დავარქმევდით. “მეტალურგმა” 3:0 მოუგო “დინამოს” და მეორე საფეხურზე დადგა. მართალია, დღეს “დინამო” ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ აგვისტოში ნაჩვენები სტაბილური თამაშის შემდეგ, ასეთი ანგარიშით მარცხი მაინც მოულოდნელი იყო. თანაც, რუსთაველებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ჩემპიონატისთვის ხეირიანად ვერც მოემზადნენ.

კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (0:0)

გოლი: შოთა ჯიქია (84) 


დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნიკოლოზ კვეკვესკირი (85), 2:0 ირაკლი მოდებაძე (90, პენალტით)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (29), 2:0 გიორგი ჯოხაძე (45), 3:0 ირაკლი სიხარულიძე (52)

 

შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი)

12 სექტემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

დისკვალიფიცირებული: თორნიკე აფციაური (სიონი)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ბ. ჭიჭინაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი

12 სექტემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ი. უკლება, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი)

12 სექტემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, თ. ხუჭუა (სათადარიგო) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი)

12 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი." 16:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

 

ზესტაფონი – სამტრედია

12 სექტემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თორნიკე შალიკაშვილ (სამტრედია)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ხ. გაგნიძე. ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

 

 

1. დინამო (თბ) 4 3 0        1 6:5 9
2. მეტალურგი 4 2 2 0 5:1 8
3. დილა 4 2 1 1 4:1 7
4. დინამო (ბთ) 3 2 0 1 3:2 6
5. სპარტაკი 3 2 0 1 2:2 6
6. შუქურა 3 1 2 0 3:2 5
7. ტორპედო 3 1 1 1 4:3 4
8. სიონი 3 1 1 1 3:3 4
9. ჩიხურა 4 1 1 2 3:4 4
10. სამტრედია 3 1 1 1 3:4 4
11. კოლხეთი 4 1 1 2 2:5 4
12. ზესტაფონი 3 1 0 2 9:5 3
13. ვიტ ჯორჯია 3 1 0 2 2:2 3
14. მერანი 3 1 0 2 3:4 3
15. ზუგდიდი 3 0 2 1 2:3 2
16. გურია 4 0 2 2 0:8 2

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.116149