კალათბურთი

21:32 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა

იმის გამო, რომ 27 თებერვალსა და 1 მარტს საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეხუთე ტურის მატჩები 7 და 8 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალურ სერიის პირველ შეხვედრაში „ქუთაისი-2010“ „არმიას“ უმასპინძლებს, ხოლო „სოხუმი“ „დინამოს“ დაუპირისპირდება.

0.115637