ფეხბურთი

13:08 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსონი უმუშევარია

ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა სვენ გორან ერიქსონმა არაბული “ალ ნასრის” ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა. L’Equipe-ს ცნობით, შვედი სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობას განაგრძობს.

“გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. საფეხბურთო სკოლაში მუშაობის პროცესს ვაკონტროლებდი და პირველი გუნდის მთავარ საკითხებსაც ვწყვეტდი. ახლა, შემიძლია, მწვრთნელობას დავუბრუნდე. ახალი სამსახურის შესახებ უახლოეს დღეებში გაიგებთ”, - განაცხადა 65 წლის შვედმა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ერიქსონის სამსახურით კამერუნელები და ჩინელები არიან დაინტერესებულნი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111456