ლონდონის “ტოტენჰემის” ახალწვეულმა კრისტიან ერიქსენმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგების შანსი ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა, მაგრამ “მანჩესტერ სიტის” წინადადება უარყო.
“ინგლისში გადმოსვლას თავიდანვე არ დავთანხმებულვარ. ამ ზაფხულამდე, რამდენიმე წინადადებაზე ვთქვი უარი. გასულ წელს, “მანჩესტერ სიტი” მიწვევდა, მაგრამ “აიაქსში” დავრჩი. ალბათ, იმიტომ, რომ “სიტის” სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მსურდა. ვგრძნობდი, რომ ჯერ არც პრემიერლიგისთვის ვიყავი მზად, ახლა კი, ვფიქრობ, შესაფერის კონდიციებში ვარ”, - განუცხადა დანიელმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემმა” ერიქსენი გასულ სატრანსფერო სეზონში დაიმატა.