ფეხბურთი

19:10 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენისთვის “მონაკოც” იბრძოლებს

ამსტერდამის “აიაქსის” შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის დამატების სურვილი ფრანგულმა “მონაკომ” გამოთქვა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ერიკსენისთვის სერიოზულად მხოლოდ “დორტმუნდი” იყო დაინტერესებული, რომელსაც დანიელი მარიო გიოტცეს შემცვლელად ჭირდება. ისიც კი ითქვა, გერმანელებმა ერიკსენთან შეთანხმებას მიაღწიესო. ჰოლანდიური AD Sportwereld-ის ცნობით, “დორტმუნდს” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – ერიკსენისთვის ბრძოლას “მონაკო” იწყებს, რომელმაც “აიაქსს” პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთა. ჰოლანდიური პრესის ცნობით, ფრანგები ერიკსენში 15 მილიონს ჩამოდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1112