ფეხბურთი

21:50 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ აბიდალი “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელია

34 წლის ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი კარიერას “ოლიმპიაკოსში” განაგრძობს. ის ბერძნულ კლუბში “მონაკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებიდან 2 დღეში გადავიდა.

3 ივლისს, ერიკ აბიდალმა თავის ახლა უკვე ყოფილ კლუბთან, “მონაკოსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მის სხვა გუნდში გადასვლას არავინ ელოდა, მაგრამ 5 ივლისს ფრანგი უკანახაზელი “ოლიმპიაკოსში” ჩაირიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბიდალმა “მონაკოს” დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუნდმა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ ვალდესის დამატება იუარა. საქმე ისაა, რომ “მონაკოსა” და ვალდესს წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელი ტრავმის გამო დაიწუნა. აბიდალმა კი ჩათვალა, რომ ასეთი მოპყრობა უსამართლობაა.

ერიკ აბიდალი “მონაკოში” 2013 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. საფრანგეთის ლიგა ერთში მან 26 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119678