“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევარმცველის ანდერ ერერას დაზიანება იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ.
25 წლის ფეხბურთელი “ვესტ ჰემთან” მატჩის მეორე ტაიმში ნეკნის ტკივილის გამო შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მოთამაშეს დიდი ხნით მოუწევს იძულებით დასვენება.
უკვე გარკვეულია, რომ ერერა მინიმუმ სამ კვირას დაისვენებს და გუნდს “ევერტონთან” გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება. კლუბის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ “მანჩესტერის” ახალშენაძენი მოედანზე ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება და “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში ერერამ 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.