ფეხბურთი

12:15 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ექიმი ნეიმარს წონის მომატებას ურჩევს

ბრაზილიის ნაკრების ექიმ ჟოზე ლუის რუნკოს აზრით, პენტაკამპეონების თავდამსხმელ ნეიმარს წონის მომატება სჭირდება. აი რა განაცხადა მან ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას:

“ნეიმარს ისეთი აღნაგობა აქვს, რამდენიმე კილოგრამის მომატება არ აწყენს. ერთ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატი გველის და კარგი იქნება, ტურნირს ოდნავ მეტი წონით თუ შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ამ პატარა პრობლემას “ბარსელონაში” თავისდაუნებურად მოაგვარებს. კატალონური კლუბის საწვრთნელ პროცესს ნეიმარი აუცილებლად ადვილად შეეჩვევა და ამ პროცესში ზედმიწევნით გეგმაზომიერ კვებასაც ვგულისხმობ”.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118501