კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელი სპეციალისტი კარგ ხასიათზე გახლდათ. ბუნებრივია, ენრიკე "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან სამი ქულის აღებას გეგმავს.
"ჩემპიონთა ლიგის სტარტს კარგ ფორმაში ვხვდებით. მცირედითაც კი არ ვნერვიულობ, რადგან მეტოქის თამაში კარგად შევისწავლე და ჩემი გუნდის წარმატებულ თამაშში დარწმუნებული ვარ.
რაც შეეხება "აპოელს", მათ მატჩის საკუთარ ნებაზე მართვა უყვართ. ამავდროულად, "აპოელს" ბევრი ბრაზილიელი და პორტუგალიელი, სახიფათო ფეხბურთელები ჰყავს და ჩვენ მათ გასანეიტრალებლად ყურადღებით ვიქნებით," - განაცხადა ენრიკემ.
გიორგი ბალახაძე