ფეხბურთი

12:30 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე: "მესი ყველა ასპექტში ჯერ კიდევ პირველია"

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრაში პსჟ შინ კატალონიის "ბარსელონას" დაუხვდება. "ბლაუგრანას" თავკაცმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მომდევნო მატჩზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდი გამარჯვების მისაღწევად მზადაა და ფეხბურთელები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ.

"მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. გუნდს მოტივაცია არ აკლია და გვაქვს, მკაფიოდ დასახული მიზანი. შეიძლება სხვა მეტოქესთან უფრო მარტივად მშვიდად ითამაშო და ქულები აიღო, მაგრამ პსჟ-სთან მოდუნება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი არ ითამაშებს, ჩემი მიზანი უცვლელია, პსჟ-ს მასთან ერთად და მის გარეშეც უნდა მოვუგოთ, - განაცხადა ენრიკემ და იქვე მესის შესახებაც ისაუბრა - არგენტინელი "ბარსელონას" საკვანძო ფეხბურთელია და იგი ყველა საფეხბურთო ასპექტში ჯერ კიდევ პირველია".

პსჟ-ს და "ბარსელონას" შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

 

0.118544