ფეხბურთი

15:57 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრას ბენიტესს უმადლის

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე განაცხადში მოხვედრით აღფრთოვანებულმა „ნაპოლის“ მცველმა ენრიკემ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის წარმატებაში ლომის წვლილი ნეაპოლური კლუბის მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს მიუძღვის.

ფეხბურთელი „ნაპოლიში“ იანვარში ბრაზილიის მეორე დივიზიონში მოთამაშე „პალმეირასიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლის გატანაც მოასწრო.

„სახლში ტელევიზორს ვუყურებდი და ერთ-ერთ ბრაზილიურ არხზე ვუყურე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობის გამოცხადებას. ეს უდიდესი სიხარულია, რაც მარტო ჩემი დამსახურება არაა. მადლობა რაფაელ ბენიტესს“ - განაცხადა ენრიკემ.

0.11802