ფეხბურთი

14:57 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" 12:0, შეყილაძის ჰეთ-თრიქი

ლევან მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის "ემპოლიმ" იტალიის ქვედალიგელ "მონტელუპოსთან" 12:0 მოიგო. მჭედლიძე სასტარტოში გახლდათ და 33-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შეყილაძემ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ასევე ჰეთ-თრიქი მიითვალეს ტავანომ და ფრუგოლიმ.

მჭედლიძეს რაც შეეხება, მან იტალიურ Lanazione-სთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული სეზონი კარიერაში გარდამტეხი უნდა გამოდგეს:

"აქამდე თითქმის ყოველ წელიიწადს ტრავმები მაწუხებდა, რაც სტაბილურად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. იგივე ფეხბურთელი ვარ, რაც ადრე ვიყავი, უბრალოდ, ფიზიკურად უკეთ ყოფნის იმედი მაქვს.

... ახლა უკვე ოჯახი მყავს. მეუღლე და ვაჟი, რომლებიც ძალიან მიყვარს და პასუხისმგებლობაც მომემატა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ისინი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ. 

... წლეულს ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა სერია A-ში გადასვლამდე, ახლა კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ".  


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114099