ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად “სევილიას” თავკაცი უნაი ემერი დაასახელეს. ამის შესახებ სევილიელთა ოფიციალური “ტვიტერი” იტყობინება.
მარტში “სევილიამ” ესპანეთის ჩემპიონატში ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ხუთი მოიგო. დაამარცხა “რეალ სოსიედადი” (1:0), “ალმერია” (3:1), “ვალიადოლიდი” (4:1), “ოსასუნა” (2:1), “რეალი” (2:1), ხოლო “სელტასთან” (0:1) წააგო.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სევილია” ამჟამად მეხუთე ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილზე მყოფ “ბილბაოს” 6 ქულით ჩამორჩება.