იტალიური “მილანის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ურბი ემანუელსონმა, რომელიც ლონდონის “ფულემში” განათხოვრების წესით გადავიდა, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
ინგლისურ გუნდში 26 წლის ფეხბურთელის დებიუტი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ შედგა, რის შემდეგაც ჰოლანდიელმა შკყ შპორტს-ს ვრცელი კომენტარი მისცა.
“ფულემში” ჩემი გადასვლის უმთავრესი მიზეზი მარტინ იოლის ფაქტორია. ყველას გახსოვთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ამსტერდამის “აიაქსში” ვთამაშობდი. “მილანში” ნდობის ნაკლელობას განვიცდიდი. სწორედ ამიტომ, ისეთი ხელმძღვანელის მეთვალყურეობით თამაში მჭირდებოდა, რომლისთვისაც ჩემი ძალა და შესაძლებლობები კარგადაა ნაცნობი”, - თქვა ემანუელსონმა და “მანჩესტერთან” მატჩში შემდგარ დებიუტზეც ისაუბრა, რომელშიც ლონდონური კლუბი 0:1 დამარცხდა, - “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაში უბრალო დებიუტი არ ყოფილა. თამაში მძიმე იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ვფიქრობ, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. ჩვენ ერთ მთლიანად შევიკარით და ნელ-ნელა ვუმატებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მანჩესტერელებს ისეთი თავდამსხმელები ჰყავთ, რომელთაც გოლის შექმნა არაფრისგან შეუძლიათ. ამ თამაშამდე “ფულემის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარე და მოხარული ვარ, 25 წუთით თამაშმა რომ მომიწია”.