ელენე გედევანიშვილმა ფიგურულ ციგურაობაში 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში მე-7 შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი გაცილებით სუსტად იასპარეზა და მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა, რაც ჯამში მე-10 საფეხურის მომტანი აღმოჩნდა.
გედევანიშვილმა თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ 87.04 ქულა (ტექნიკურ ელემენტებში – 36.88, პროგრამულ კომპონენტებში – 50.16) მიიღო, მაშინ როდესაც მისი პირადსარეკორდო მაჩვენებელი 108.79 ქულაა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პირველობის ქალთა ტურნირი ნორჩი რუსი გოგონების სრული ტრიუმფით დასრულდა. პირველ ადგილზე გასულმა 15 წლის იულია ლიპნიცკაიამ 209.72 ქულა მიითვალა, მეორეზე კი 17 წლის ადელინა სოტნიკოვა გავიდა 202.36 ქულით.
ბრინჯაოს მედალი ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონ – იტალიელ კაროლინა კოსტნერს ერგო, რომლის აქტივშიც 191.39 ქულა გახლდათ.
და ერთიც. ევროპული ფიგურული ციგურაობის ახალი ვარსკვლავის – იულია ლიპნიცკაიას მწვრთნელი ქართული წარმოშობის მოსკოველი ეთერ თუთბერიძე გახლავთ.
ელენე გედევანიშვილის თავისუფალი პროგრამა
http://www.youtube.com/watch?v=bXZkfTJ8ZQU
იულია ლიპნიცკაიას თავისუფალი პროგრამა
http://www.youtube.com/watch?v=WXUofjj6Wgg