რუსი მეჩოგნე ქალი ელენა ვესნინა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილზეა და მისი გვარიანი შემოსავალი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ქალს ფული წესით არ უნდა უჭირდეს, ელენა მაინც არ ამბობს უარს დამატებით შემოსავალზე და ჟურნალ “ფლეიბოისთანაც” კოხტად თანამშრომლობს.
ამერიკული ”ფლეიბოის” რუსულ გამოცემაში ამასწინათ ელენა ვესნინას ისეთი თამამი ფოტოები გამოქვეყნდა, ზოგიერთ “ველიკოდერჟავნიკ” რუსს ყირიმის ოკუპაციით მოგვრილი ველური სიხარულიც კი მიავიწყდა და მათმა ფიქრებმა ამ შხვართი გოგონას თვალ-წამწამ-ტანზე გადაინაცვლა.
ჟურნალისტებთან ინტერვიუში ვესნინა ამბობს, რომ მას განსაკუთრებული სიამოვნება მოჰგვარა თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობამ და ეს მისთვის ერთგვარი ანტიდეპრესანტი იყო. ფოტოკამერა თუ ასეთ სიამოვნება გვრის, ვიდეოკამერის დანახვაზე ალბათ ბედნიერებისაგან ცრემლი უნდა ჩამოსდიოდეს...