იტალიური “მილანის” 21 წლის შემტევი სტეფან ელ შაარავი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და მას “სელტიკთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩში მოედანზე ელიან.
ზედიზედ 2 ტრავმის გამო, ელ შაარავი პირველი სექტემბრის შემდეგ უთამაშებელია. Football Italia-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და სერია A-ს მომდევნო ტურში ის გუნდის განაცხადში მოხვდება, მაგრამ თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. “სელტიკთან” კი ელ შაარავის მოედანზე ხილვაა მოსალოდნელი.