ფეხბურთი

20:42 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავის კიდევ 4-6 კვირა გაუცდება

 

იტალიური “მილანის” 21 წლის შემტევი სტეფან ელ შაარავი გუნდს კიდევ 4-6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.

ელ შაარავი 11 დეკემბრის შემდეგ უქმობს. აქამდე არსებული ინფორმაციით, ის მოედანზე მარტის დასაწყისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ეგვიპტური წარმოშობის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი ჭიანურდება.

ცოტა ხნის წინათ, ელ შაარავი ამსტერდამში იმყოფებოდა, სადაც მან სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა. მილანში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კიდევ 4-6 კვირა გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111571