ფეხბურთი

10:27 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავის კიდევ 20 დღე გაუცდება

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი მოედანზე უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ვერ გავა.

CanaleMilan-ის ინფორმაციით, 20 წლის ფორვარდმა რამდენიმე გამოკვლევა ჩაიტარა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა უფრო მეტი დრო დასჭირდება აღდგენისთვის, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

ელ შაარავის სექტემბრის დასაწყისიდან არ უთამაშია. პირველი ტრავმის მორჩენის შემდეგ, სექტემბრის მიწურულს, მას ტერფის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა და წინასწარი ვარაუდით მოედანს ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდებოდა, თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ მას კიდევ 15-20 დღით მოუწევს მკურნალობის გაგრძელება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114978