ფეხბურთი

23:25 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავის ფეხის მოტეხილობა აქვს

“მილანის” 20 წლის თავდამსხმელის, სტეფან ელ შაარავის დაბრუნება ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

ელ შაარავის პირველი სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ახალგაზრდა შემტევმა ძველი ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მასიმილიანო ალეგრის მისი “აიაქსთან” მატჩისთვის დაბრუნების იმედი ჰქონდა, მაგრამ ელ შაარავიმ, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ახალი დაზიანება მიიღო. ცნობილი გახდა, რომ მას მარცხენა ტერფის ერთ-ერთი ძვალი აქვს მოტეხილი.

ფეხბურთელის მკურნალობისთვის საჭირო ვადები უცნობია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ელ შაარავი “აიაქსთან” და “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს.

0.11832