ფეხბურთი

19:59 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავის 10 კვირა გაუცდება

 

იტალიური “მილანის” ფორვარდი სტეფან ელ შაარავი ტრავმირებულია. “როსონერის” ოფიციალური საიტის ცნობით, იტალიელი ლაზარეთში 10 კვირას გაატარებს.

ელ შაარავის ოპერაცია პროფესორმა ნიკ ვან დეიკმა ჩაუტარა და გამოჯანმრთელების ვადებზეც სწორედ მან ისაუბრა. ამგვარად, თავდამსხმელი მოედანს მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

ტრავმების გამო, ელ შაარავიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113923