ფეხბურთი

20:39 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავიმ 2018 წლამდე გაახანგრძლივა

 

“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სტეფან ელ შაარავიმ კონტრაქტი 2018 წლმადე გაახანგრძლივა.

ელ შაარავის, რომელიც “მილანში” 2011 წლიდან თამაშობს, “როსონერისთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებდა. ახალი ხელშეკრულებით, მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის ხელფასი 800 ათასი ევროთი გაიზარდა.

0.1164