იტალიური “მილანის” ახალგაზრდა შემტევს, სტეფან ელ შაარავის “სიტის” ინტერესი კი ახარებს, მაგრამ ის ასევე აცხადებს, რომ “სან სიროდან” წასვლას არ აპირებს.
“არამგონია, “მილანი” დავტოვო. თუ “მანჩესტერ სიტი” ჩემი შეძენით ნამდვილადაა დაინტერესებული, ეს მახარებს, მაგრამ “სან სიროს” დატოვებას არ ვაპირებ.
აქ, მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი კლუბისგან, მასიმილიანო ალეგრისგან და თანაგუდნელებისგან. მინდა ყველა მათგანს მადლობა გავადუხადო იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაში დამეხმარნენ.” – აცხადებს ელ შაარავი La Reppublica-სთან საუბრისას.