ფეხბურთი

12:00 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავი სამ კვირას გამოტოვებს

იტალიური “მილანის” ოფიციალური საიტის ცნობით, თავდამსხმელ სტეფან ელ შაარავის ტრავმის გამო ორიდან სამ კვირამდე გაუცდება.

21 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებდა და ამის გამო რამდენიმე თვე გაუცდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, “აიაქსთან” (0:0) შეხვედრაში მან დარტყმა ზუსტად იმ ადგილას მიიღო, სადაც დაზიანება ქონდა. საბედნიეროდ, ეს შაარავი მოტეხილობას გადაურჩა, მაგრამ ფეხი მაინც გაუსივდა.

ახლა ის წელს ჩასატარებელ ორივე მატჩს გამოტოვებს “რომასა” და “ინტერის” წინააღმდეგ. შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს 2014 წლის პირველ თამაშშიც, რომელსაც “მილანი” 6 იანვარს “ატალანტასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117656