ფეხბურთი

20:45 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავი ნოემბრის დასაწყისში დაბრუნებას გეგმავს

 

 

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის დასაწყისში, “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე გეგმავს.

“მომდევნო კვირაში ულტრაბგერით გამოკვლევას ჩავიტარებ, რის შემდეგაც, ჩემი დაბრუნების ზუსტი დრო დადგინდება. წინასწარი ინფორმაციით, მოედანს “ბარსელონასთან” მატჩის წინ, ანუ 6 ნოემბრამდე უნდა დავუბრუნდე.” – ციტირებს ელ შაარავის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ელ შაარავი სექტემბრის დასაწყისიდან უქმობს. პირველი ტრავმის მორჩენის შემდეგ, სექტემბრის მიწურულს, მას ტერფის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112167