იტალიური “მილანის” შემტევმა, სტეფან ელ შაარავიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მილანის” 92-ე ნომერს მცირე ტრავმა აწუხებს და სამწვრთნელო შტაბში დარწმუნებულნი არ არიან, რომ იგი ოთხშაბათს გასამართი დაპირისპირებისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
“იმედი გვაქვს, რომ ელ შაარავი გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მაგრამ თუ ის 100%-ით მზად არ იქნება, არ ითამაშებს. გარისკვა არ გვინდა, რადგან მწარე გამოცდილება უკვე გვაქვს. არ გვსურს, რომ დაზიანება სერიოზული ტრავმაში გადაიზარდოს.” – აცხადებს “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.
ელ შაარავის არყოფნა “მილანისთვის” დიდი დანაკლისი იქნება, რადგან “ბარსელონასთან” გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ვერ დაეხმარება. ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.