კატალონიის „ბარსელონას“ შანსი ჰქონდა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ მორიგი „ელ კლასიკო“ დათმო და მოსისხლე მტერთან ქულათა სხვაობაც 13 ქულამდე შემცირდა.
სასტარტო შემადგენლობების გამოქვეყნებისთანავე ნათელი გახდა, რომ ჟოზე მოურინიო დღევანდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და აქცენს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8–ფინალურ მატჩზე აკეთებდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა კრიშტიანუ რონალდუ, მესუთ იოზილი, გონსალო იგუაინი და სამი ხედირა, მოედანზე კი, ხოსე კალეხონსა და ალვარო მორატას მიუჩინა ადგილი.
ახალგაზრდა ფორვარდს ურიგო მატჩი არ ჩაუტარებია – საგოლე პასით გამოირჩა და რომ არა ვიქტორ ვალდესის სეივი, მეორე ტაიმში გოლსაც მიითვლიდა. მორატა ასისტენტის როლში მე–6 წუთზე მოგვევლინა – თავდამსხმელმა კატალონიელთა საჯარიმო მოედანში ჩააწოდა, სადაც კარიმ ბენზემა აღმოჩნდა და ბურთის კარის ბადეში მათავსება არ გასჭირვებია. მადრიდელებს სიხარული დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან მე–18 წუთზე, დანიელ ალვესის პასის შემდეგ, ლიონელ მესი აღმოჩნდა „რეალის“ საჯარიმოში – არგენტინელი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.
პირველმა ტაიმმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, დასკვნით 45 წუთში კი, ისეთი თამაში გაჩაღდა, „ელ კლასიკოს“ რომ შეეფერება. ორივე გუნდმა უმატა ტემპს და შედეგად, ერთობ სანახაობრივი მატჩი მივიღეთ. მოურინიომ მოედანზე რონალდუ 55–ე წუთზე შეუშვა, რამაც მადრიდელთა იერიშები კიდევ უფრო გაამწვავა. პორტუგალიელს „ბარსას“ კარის აღების შანსი საჯარიმო დარტყმიდან ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი, პეპემ ვერ ივარგა.
მადრიდელებს 3 ქულა კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე სერხიო რამოსმა მოუტანა, რომელმაც 82–ე წუთზე, ლუკა მოდრიჩის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაუხვედრა და ვალდესის კარში მიუჩინა ადგილი – 2:1.
მატჩის უკანასკნელ წუთებში, კატალონიელებმა აქტიურად შეუტიეს და ქულის გადარჩენა სცადეს, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანა ვერ შეძლეს. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ეპიზოდი, რომელზეც ევროპული მედიასაშუალებები უკვე აქტიურად საუბრობენ: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ადრიანო კორეია სერხიო რამოსმა საჯარიმო მოედანში წააქცია, რისთვისაც კატალონიელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ რამოსსა და ადრიანოს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება პერეს ლასას მისაღები იყო და მიიღო კიდეც. არდანიშნული პენალტის გამო, კატალონიელებმა მთავარი არბიტრი გვარიანად გამოლანძღეს და ყვითელი ბარათებიც მიიღეს. ვერ ამშვიდებდნენ ვიქტორ ვალდესს, რომელიც წყობიდან იმდენად იყო გამოსული, რომ წითელი ბარათიც კი დასტყუა არბიტრს.
ესპანელმა ჟურნალისტებმა თერთმეტმეტრიანის ეპიზოდზე სჯა–ბაასი უკვე დაიწყეს. ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა AS-ი მიიჩნევს, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. დღევანდელი მატჩის ერთ–ერთი გმირი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ არ იცის, იყო თუ არა მასსა და ადრიანოს შორის კონტაქტი.
ასე იყო თუ ისე, მადრიდელებმა „ელ კლასიკო“ 3 ქულით დაასრულეს და ახლა, 100%–ით „მანჩესტერთან“ მატჩზე გადაერთვებიან. რაც შეეხება „ბარსელონას“, ფაქტია, რომ კატალონიელებს რთული პერიოდი უდგათ და გამოსავლის ძიებაა საჭირო. მართალია, „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის ქულათა სხვაობა 13 ქულაა, მაგრამ თუკი ასე განაგრძეს „კამპ ნოუს“ ბინადრებმა, არაა გამორიცხული, სეზონის ბოლოს, პირველი ადგილი მადრიდელებსაც კი დაუთმონ.
დღეს შედგა პრიმერა დივიზიონის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩიც – ვალენსიური დერბი, სადაც „ვალენსია“ „ლევანტეს“ დაუზავდა. ხუან იგნასიო მარტინესის შეგირდები მე–16 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ხელიდან მალევე გაუშვეს – ბრაზილიელმა ჟონასმა სერხიო კანალესის პასით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. „ლევანტემ“ შესვენებამდეც კი ვერ შეძლო ამ ანგარიშის შენარჩუნება – პირველი ტაიმის დამატებულ წუთებში, რობერტო სოლდადომ იხეირა და „ვალენსია“ ტაიმებშუა შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
„ღამურებს“ 3 ქულა ხოსე ბარკერომ არ დაანება, რომელმაც 89–ე წუთზე აიღო „მესტალიას“ ბინადართა კარი და ტაბლოზე 2:2 ააციმციმა.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, „ბილბაომ“ მინიმალური ანგარიშით სძლია „ოსასუნას“, „დეპორტივოსა“ და „რაიო ვალიეკანოს“ მატჩში კი, უგოლო ფრე დაფიქსირდა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 77000
რეალი – ბარსელონა 2:1 (1:1)
რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ (არბელოა 68), ვარანი, კაკა (ხედირა 58), მოდრიჩი, ესიენი, კალეხონი, ბენზემა (რონალდუ 58), მორატა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ინიესტა, ბუსკეტსი, ტიაგო (ტელიო 85), მესი, ვილია (სანჩესი 67), პედრო (ადრიანი 77).
მწვრთნელი: ჟორდი როურა
გოლები: 1:0 ბენზემა (6), 1:1 მესი (18), 2:1 რამოსი (82)
გაფრთხილებები: რამოსი (51), ფაბიუ კოენტრაუ (62), მორატა (68), არბელოა (90) – ალბა (55), პიკე (58), ტიაგო (64), ალვესი (90), ინიესტა (90), ვალდესი (90)
გაძევება: ვალდესი (90)
კარში დარტყმა: 13 (8) – 5 (3) ჯარიმა: 21 - 19 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 2 – 5
ოსასუნა. „ელ სადარი“. 18000
ოსასუნა – ბილბაო 0:1 (0:0)
ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, ფლანიო, არიბასი, დამია (პუნიალი 85), ლოლო, დე ლას კუევასი (შოჯაეი 66), არმენტეროსი, სანხურხო (ლიორენტე 70), სილვა, სოლა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ბილბაო: ირაისოსი, ორტენეჩე, ლაპორტი, სან–ხოსე, ირაოლა, იტურასპე, დე მარკოსი (ეკისა 71), ერერა, გომესი, სუსაეტა (ტოკერო 90), ადურისი (ლიორენტე 60).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
გოლი: 0:1 სუსაეტა (63)
გაფრთხილებები: ლიორენტე (78) – იტურასპე (58), სან–ხოსე (67), ერერა (69), ირაისოსი (83)
კარში დარტყმა: 13 (7) – 4 (2) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 1 – 7
ლა კორუნია. „რიასორი“.
დეპორტივო – რაიო 0:0
დეპორტივო: არანსუბია, მარჩენა, კაშტრუ, აიოსე, სილვიუ, ვალერონი, აგილარი, ასუნსაუ (დომინგესი 66), გამა (ოლივეირა 78), რიკი (სალომანი 20), პიცი.
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
რაიო: რუბენი, კასადო, ტიტო, ამატი, ხალვესი, ფუეგო (გონსალესი 82), ტრასორასი, პიტი, დომინგესი (დელიბაშიჩი 74), ბანგურა, ბაპტიშტანი (კარლოსი 69).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გაფრთხილებები: კაშტრუ (77), მარჩენა (78) – ფუეგო (18), ხალვესი (42), დომინგესი (45), კასადო (65), ამატი (67)
გაძევება: მარჩენა (86)
კარში დარტყმა: 8 (4) – 13 (4) ჯარიმა: 14 - 18 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 4 – 3
ვალენსია. „მესტალია“.
ვალენსია – ლევანტე 2:2 (2:1)
ვალენსია: გუაიტა, მატიე, რუისი, პერეირა, ალბელდა (ვიერა 90), გუარდადო, ფეგული, პარეხო, კანალესი (კოსტა 72), სოლდადო, ჟონასი (ვალდესი 78).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ლევანტე: მუნუა, ნავარო, ხუანფრანი, ვინტრა, ბალესტეროსი, დიოპი (მიჩელი 58), იბორა, ბარკერო, რიოსი (ხუანლუ 80), გარსია, აკვაფრესკა (მარტინსი 57).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 0:1 იბორა (16), 1:1 ჟონასი (27), 2:1 სოლდადო (45), 2:2 ბარკერო (89)
გაფრთხილებები: გუაიტა (86) – ბარკერო (31), ვინტრა (61), იბორა (83), ნავარო (90), ბალესტეროსი (90)
კარში დარტყმა: 16 (7) – 5 (4) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 2 – 4
1. | ბარსელონა | 26 | 22 | 2 | 2 | 83:30 | 68 |
2. | ატლეტიკო | 25 | 18 | 2 | 5 | 48:23 | 56 |
3. | რეალი | 26 | 17 | 4 | 5 | 64:24 | 55 |
4. | მალაგა | 25 | 12 | 6 | 7 | 37:24 | 42 |
5. | ვალენსია | 26 | 12 | 6 | 8 | 38:39 | 42 |
6. | სოსიედადი | 25 | 11 | 7 | 7 | 41:31 | 40 |
7. | ბეტისი | 25 | 12 | 3 | 10 | 34:35 | 39 |
8. | ხეტაფე | 26 | 11 | 5 | 10 | 37:44 | 38 |
9. | რაიო | 26 | 12 | 2 | 12 | 34:43 | 38 |
10. | ლევანტე | 26 | 10 | 5 | 11 | 32:40 | 35 |
11. | ვალიადოლიდი | 25 | 9 | 6 | 10 | 34:33 | 33 |
12. | სევილია | 25 | 9 | 5 | 11 | 34:37 | 32 |
13. | ესპანიოლი | 25 | 8 | 7 | 10 | 31:35 | 31 |
14. | ბილბაო | 26 | 8 | 5 | 13 | 31:50 | 29 |
15. | ოსასუნა | 26 | 7 | 7 | 12 | 22:28 | 28 |
16. | გრანადა | 25 | 7 | 5 | 13 | 24:36 | 26 |
17. | სარაგოსა | 26 | 7 | 4 | 15 | 25:38 | 25 |
18. | სელტა | 25 | 6 | 5 | 14 | 24:32 | 23 |
19. | მალიორკა | 25 | 4 | 6 | 15 | 24:48 | 18 |
20. | დეპორტივო | 26 | 3 | 8 | 15 | 29:56 | 17 |
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 39, რონალდუ („რეალი“) – 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 21, სოლდადო („ვალენსია“) – 13, კასტრო („ბეტისი“), ველა („სოსიედადი“) – 12.
4 მარტი
სევილია-სელტა.