ბოლო ორ თამაშში ერთი ქულის აღების შემდეგ, „ტორინომ“ „ვერონას“ გასვლაზე სძლია და ანდრეა მანდორლინის გუნდს ქულებით გაუთანაბრდა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა ლუკა ტონის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მოიგეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში, ომარ ელ კადურიმ გაიბრწყინა. 23 წლის მაროკოელმა ნახევარმცველმა, 12-წუთიან მონაკვეთში, ჯერ ჩირო იმობილესა და ალესიო ჩერჩის გაატანინა, შემდეგ კი, მასპინძელთა კარი თავადაც აიღო.
ვერონა-ტორინო 1:3 (1:0)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (მარტინიო 66), მორასი, მარკესი, აგოსტინი, რომულო, დონადელი, ჰალფრედსონი (მარკინიო 78), იტურბე (სალა 78), ტონი, ტალები.
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
ტორინო (3-1-4-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, დარმიანი, ელ კადური (ფარნერუდი 85), ვივესი, კურტიჩი, მასიელო, ჩერჩი (მეჯორინი 78), იმობილე (ლარონდა 90).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 ტონი (36, პენ), 1:1 იმობილე (49), 1:2 ჩერჩი (53), 1:3 ელ კადური (61).
გაფრთხილებები: ჰალფრედსონი 45 - ელ კადური 29, ვივესი 32, ბოვო 45+1.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 16 (4)-12 (5), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-15.