რაგბი

14:52 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ედინბურგი” ისევ დამარცხდა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგი” კელტების ლიგის ბოლოსწინა ტურში ტრევიზოში “ბენეტონს” ეწვია და 10:30 დამარცხდა.

27 წლის ქართველი მესამეხაზელი განაცხადში არც ამჯერად იყო. მან კელტების ლიგაზე ბოლოს 2013 წლის 4 იანვარს ითამაშა. 13 და 20 იანვარს ის “ჰაინეკენის თასის” მატჩებშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, მას შემდეგ კი, კლუბის მაისურით მოედანზე აღარ გამოჩენილა.

განვლილი თამაშის დებიუტი სქოთებს ცუდს არაფერს უქადდა, ისინი ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით, მე-13 წუთისთვის 10:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და ორ ჯარიმას ზედ შესვენების წინ ლელო-გარდასახვა მიაყოლეს - 13:10. მე-60 წუთზე ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით ანგარიში უკვე 23:10 იყო, “ედინბურგმა” ბოლო წუთებში სალელოვედ შეუტია, რითაც პრემიალური ქულის აღების შანსი ეძლეოდა. ეს შანსი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 73-ე და 77-ე წუთებზე მასპინძლებს ორი მორაგბე გაუსინბინეს, მაგრამ ორკაცნაკლულმა “ბენეტონმა” კონტრშეტევაზე ლელო აქეთ გაიტანა და გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

21 მატჩში განცდილი 15 მარცხის და 6 მოგების შედეგად, “ედინბურგს” 32 ქულა დაუგროვდა და 12 გუნდს შორის მე-10 ადგილს იკავებს, დასკვნით ტურში კი, 4 მაისს მდევარ “ნიუპორტს” მასპინძლობს, რომელსაც 5 ქულით უსწრებს.

0.123317