ჩოგბურთი

12:51 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ძველი გვარდია” ბრისბენის ფინალში

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დასარულს მიუახლოვდა Brisbane International, რომლის საპრიზო ფონდი 452670 დოლარია. ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ 32 წლის ვეტერანები, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი წარსდგებიან. ნახევარფინალში ჰიუიტმაც და ფედერერმა მეტოქეებს სამსეტიან მატჩებში სძლიეს – ლეიტონმა იაპონელ კეი ნიშიკორის, როჯერმა კი ფრანგ ჟერემი შარდის მოუგო.

სადღეისოდ რეიტინგსიის 60-ე საფეხურზე მყოფმა ჰიუიტმა კლასიფიკაციის 17-ე ნომერ ნიშიკორი 5:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. ლეიტონი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა ნიშიკორის და მეორედაც მოახერხა იაპონელის ძლევა. ”მიყვარს კორტზე ბრძოლა. როდესაც მეტოქის პირისპირ ერთი-ერთზე ვრჩები, ხასიათის სიმტკიცის გამოცდა იწყება. ვცდილობ, მატჩის მსვლელობისას შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო. ნიშიკორისთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოვიგე – მე ხომ მეორე სეტიდან მატჩში გარდატეხა მოვახდინე”, - განაცხადა რეიტინგის ექსპირველმა ნომერმა ჰიუიტმა.

78-ე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს როჯერ ფედერერი. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა საათსა და 56 წუთში ფრანგ ჟერემი შარდის  6:3, 6:7, 6:3 მოუგო. მატჩის მსვლელობისას ფედერერმა 20 ეისი შეასრულა.

0.113245