კალათბურთი

15:26 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძმები ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

1-9 თებერვალს თურქეთის ქალაქ საქარიაში ფიბა-ს მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები გაიმართა კალათბურთში საერთაშორისო არბიტრის წოდება მისანიჭებლად.
აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა - ირაკლი ბერიშვილმა და დავით ბერიშვილმა. დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ. ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველი ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ.
კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს უსურვებს მათ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ ტურნირებში.

 

www.superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118636