როგორც იცით, "როსტოვმა" მოსკოვის 'სპარტაკიდან" ჯანო ანანიძის გარდა, არტიომ ძიუბაც აიყვანა იჯარით. ცნობილია, რომ მოსკოველი თანაგუნდელებიდან, ქართველი ნახევარმცველის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი სწორედ ძიუბაა. რუსმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ჯანოს უმცროს ძმად მიიჩნევს და მეტიც...
"ანანიძეს "როსტოვში" დავიცავ და მოვუფრთხილდები. ღმერთმა არ ქნას და ვინმე თუ აწყენინებს, ჩემთან ექნება საქმე. ისე კი, ჯანო დამოუკიდებელი ბიჭია და რადგან ერთად გადმოვედით ახალ კლუბში, ერთმანეთის გვერდში ვართ".
ამასობაში, "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმა ოლეგ რომანცევმა თქვა, გაუგებარია, ჯანო და ძიუბა "როსტოვში" რატომ გაანათხოვრესო.
"ჩემთვის ეს სვლა გამოცანაა. შესაძლოა, მიზეზები არსებობს, რაც კლუბის შიდა სამზარეულოში იციან, თუმცა გაოცებული და გაწბილებულიც ვარ, რომ ეს ტალანტები "სპარტაკისთვის" საჭირონი არ ყოფილან".