ფეხბურთი

19:18 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: “თავს უკეთ ვგრძნობ”

მილანის “ინტერის” უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ მძიმე ტრავმის მკურნალობის დასკვნით სტადიაზეა და მოედანზე დაბრუნებას უახლოეს მომავალში აპირებს.

“თავს უკეთ ვგრძნობ. ვფიქრობ, მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვარ. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და გუნდს დავეხმარები.

გუნდის წარმატებული სტარტით გაკვირვებული არ ვარ, რადგან ვალტერ მაცარის კარგად ვიცნობდი. მნიშვნელოვანია, რომ სწორ გზას ვადგავართ. “ინტერმა” რაიმე მნიშვნელოვანი მიზნისთვის უნდა იბრძოლოს.” – ციტირებს ძანეტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, 40 წლის ძანეტის 28 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მის დაბრუნებას მიმდინარე წლის ბოლოსვის ელიან.

0.11614